კომპანია Apple-ში განაცხადეს, რომ მისი უახლესი სმარტფონი iPhone 14 ინდოეთში დამზადდება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია კომპანიის სტრატეგიაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ წარმოებისთვის. ექსპერტები ამბობენ, რომ 2025 წლისთვის კომპანიის მიერ წარმოებული iPhone-ების მეოთხედი სწორედ ინდოეთში დამზადდება. აღსანიშნავია, რომ ინდოეთს წელს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკა აქვს.
„პეკინის მკაცრმა მიდგომამ პანდემიის აღმოსაფხვრელად ინდუსტრიული ჩაკეტვა და ფართომასშტაბიანი მიწოდების ჯაჭვის შეფერხება გამოიწვია“, – განუცხადა BBC-ს ლოგისტიკური კომპანიის, DHL-ის მიწოდების ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა ოსკარ დე ბოკმა.