LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში ჩურჩხელა და გოზინაყი გაიყიდება

158
27657418-1700815836636762-5615201083322402046-n

ჩურჩხელისა და გოზინაყის მწარმოებელი კომპანია „ნუგბარი“ ინდოეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს. კომპანიის მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში „ნუგბარის“ დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა ისაუბრა.

მისი თქმით, სავარაუდოდ მომავალი წლიდან, „ნუგბარი“ ინდოეთის ბაზარზე გოზინაყის ორი და ჩურჩხელის რამდენიმე სახეობით იქნება წარმოდგენილი. „წელს უკვე შევედით ყატარის ბაზარზე. აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ინდოეთთან. პროდუქციას, ძირითადად ევროკავშირში, აშშ-ში, კანადაში, ყაზახეთში, ისრაელში, უკრაინაში, აზერბაიჯანში და მცირე რაოდენობით რუსეთშიც ვყიდით“,- ამბობს „ნუგბარის“ დირექტორი “ბიზნეს ფორმულასთან”.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ნუგბარი“ ბაზარზე 2015 წლიდანაა წარმოდგენილი და მომხმარებელს გოზინაყის 2 და ჩურჩხელის 20 სახეობას სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები