ინდოეთში, მდინარე განგის ნაპირებთან ასობით გვამი იპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გვამიები 10 მაისს უტარ პრადეშის შტატის სოფელ ჩაუსაში გამორიყა.
გვამები ასევე გამოჩნდა გაჰმარში, კანაუჯიში, კანპურში, უნაოსა და სხვა ადგილებში.
ადგილობრივები შიშობენ, რომ გარდაცვლილები კოვიდინფიცირებულები არიან.
ცნობისთვის, ინდოეთში COVID19-ის მეორე ტალღის პიკია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 14,3 მილიონი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 174 308-ს შეადგენს.
ინდოეთის ფინანსურ ცენტრში, ქალაქ მუმბაიში “ლოკდაუნია” გამოცხადებული, საავადმყოფოებში კი საწოლებისა და ჟანგბადის დეფიციტია.