LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში ყველაზე მძიმეწონიანი გოგონა დაიბადა (ფოტო)

86

ინდოეთის სამხრეთით მსოფლიოში ყველაზე მძიმეწონიანი გოგონა დაიბადა, ახალშობილის წონა 6 თვის ჩვილის წონას უტოლდებოდა.

6.800 კგ-იანი ბავშვი საკეისრო კვეთით გაჩნდა. ექიმები ამბობენ, რომ ამ ზომისა და წონის ბავშვი არასოდეს უნახავს. გოგონას დედა, ნანდინი 19 წლისაა. იმის მიუხედავად, რომ ორსულობამ გართულებების გარეშე ჩაიარა, ნაყოფის დიდი ზომის გამო მშობიარობას ყველა შიშით ელოდა.

ამ დროისთვის გოგონას სახელი მშობლებს შერჩეული, ჯერ-ჯერობით, არ აქვთ. ახალშობილი ექიმების დაკვირვების ქვეშაა, იგი აბსოლუტურად ჯანმრთელია.

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მძიმე ბავშვი კანადაში 1879 წელს დაიბადა, ბიჭი 10 კგ-ზე მეტს იწონიდა, თუმცა იგი დაბადებიდამ 11 საათის შემდეგ გარდაიცვალა.

34997D4B00000578-3608560-image-a-46_1464173517837

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g