ინდონეზიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კუნძულ იავას სამხრეთ სანაპიროზე 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრი აქვეყნებს. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:47 საათზე (თბილისის დროით 20:47 სთ-ზე) დაფიქსირდა.
ინფორმაცია ცუნამის საფრთხის, ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.