ინდონეზიაში, ბოგორავატუს კუნძულის მახლობლად 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით დილის 05:10 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარას პროვინციიდან 85 კილომეტრში იყო.
აღნიშნულ ზონაში დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. აქამდე 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ამ მომენტისთვის ინფორმაცია დაშავებულებზე ან ნგრევაზე არ გავრცელებულა.