LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ ვულკანი გააქტიურდა

170
ინდონეზიაში, კუნძულ სულავესზე, სადაც რამდენიმე დღის წინ მომხდარმა მიწისძვრამ და ცუნამმა ასობით ადამიანი იმსხვერპლა, ვულკანი სოპუტანი გააქტიურდა – ინფორმაციას ამის შესახებ Dailysabah-ი წერს.

ცნობილია, რომ კრატერიდან 4 კილომეტრის სიმაღლეზე ამოიფრქვა ვულკანური ფერფლი.

ეს 28 სექტემბერს კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მომხდარმა მიწისძვრამ გამოიწვია, ამტკიცებენ ​ვულკანოლოგები.

​ინდონეზიაში 250 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. არქიპელაგზე 120-ზე მეტი აქტიური ვულკანია.

კუნძულ სულავესზე მომხდარ მიწისძვრასა და ცუნამს, ბოლო მონაცემებით, 1 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საცხოვრებელი 17 000-მდე ადამიანმა დატოვა, ორ მილიონზე მეტ მოქალაქეს კი ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.

შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს კუნძულ სულავესის სანაპიროზე 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მოგვიანებით მიწისძვრა განმეორდა და ამჯერად მისი სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდა იყო, რასაც ცუნამი მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები