LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანარის კუნძულებზე ვულკანი ამოიფრქვა – ევაკუირებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი

108
1

ვულკანის ამოფრქვევის გამო, კანარის კუნძულებიდან 5 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ლუმბა კუმბრ ვიეას ვულკანი ერთ-ერთ კუნძულზე, ლა-პალმაზე გააქტიურდა.

კანარის კუნძულების პრეზიდენტმა ეპიცენტრთან ახლოს მდებარე დასახლებები მოინახულა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს განუცხადა, რომ ვულკანთან გასამკლავებლად ყველა რესურსი მობილიზებულია, მზადყოფნაში არიან ჯარისკაცებიც და მოქალაქეებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ, თუმცა მათ ვულკანთან ახლოს მდებარე დასახლებები უნდა დატოვონ.

ვულკანის ამოფრქვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა განადგურდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

ვულკანის ამოფრქვევის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო და ლა-პალმაში ჩავიდა.

შეგახსენებთ, ვულკანი კუნძულ ლა პალმის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ლა პალმაზე კი, დაახლოებით, 80 000 ადამიანი ცხოვრობს.

ვულკანი ბოლოს 50 წლის წინ ამოიფრქვა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები