LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, ტოქსიკური გაზი წარმოიქმნას – ლა-პალმას კუნძულზე ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ ოკეანემდე მიაღწია

158
1

ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაზარალებული ესპანეთის კუნძული ლა-პალმა, ქვეყნის ხელისუფლებამ კატასტროფის ზონად გამოაცხადა.

კანარის კუნძულების ვულკანურ ინსტიტუტში, Involcan-ში ახლა უკვე ტოქსიკური გაზის წარმოქმნის საფრთხეებზე საუბრობენ.

BBC წერს, რომ ლა-პალმას კუნძულზე ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ ოკეანემდე მიაღწია და გაჩნდა შიში, რომ შესაძლოა, ტოქსიკური გაზი წარმოიქმნას.

ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ოკეანის წყალთან ლავის შეხებამ შესაძლოა, ქიმიური რეაქცია გამოიწვიოს და უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის კანზე, თვალებსა და სასუნთქ სისტემაზე.

შეგახსენებთ, 19 სექტემბერს კანარის კუნძულებზე ვულკანი კუმბრე ვეხა 50 წლის შემდეგ პირველად ამოიფრქვა.

ვულკანმა 400-მდე სახლი და 200 ჰექტრამდე მიწა გაანადგურა.

6 ათასამდე ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი მიეტოვებინა, განადგურეგულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები