LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდონეზიის აეროპორტში ერთმანეთს ორი სამგზავრო ლაინერი დაეჯახა

43

ინდონეზიის აეროპორტში ერთმანეთს ორი სამგზავრო ლაინერი დაეჯახა. გამოცემა „Straits Times”-ის ცნობით, შემთხვევა ქალაქ მედანში მოხდა და თვითმფრინავები ერთმანეთს ფრთებით გამოედნენ.

ავიაკომპანია Lion Air-ის ხომალდი დაჯდომას ცდილობდა, Wings Air-ის ბორტი კი ასაფრენად ემზადებოდა და შეჯახებაც სწორედ მაშინ  მოხდა. ავარიის დროს ორივე თვითმფრინავში მგზავრები იმყოფებოდნენ და საბედნიეროდ არავინ დაზარალებულა. თუმცა, ორივე ლაინერმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, აეროპორტის მუშაობა კი რამდენიმე საათით დაირღვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები