კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით, მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს და მასაც ისე მკურნალობენ, როგორც ე.წ. ბრიტანულ და უჰანის შტამებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
რა სიმპტომები ახასიათებს ე.წ ინდურ შტამს – ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განმარტება
“მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს ინდურ შტამზე. ზუსტად იგივეა, როგორც დღეს ჩვენში გავრცელებული ე.წ. ბრიტანული შტამის და მანამდე არსებული, კლასიკური, უჰანის შტამის.
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ დღეს ავტორიზებული ყველა ვაქცინა მუშაობს გავრცელებული შტამების წინააღმდეგ. ერთადერთი ინდურს შტამს, ისევე როგორც ბრიტანულს ახასიათებდა ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ის უფრო ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, შესდაბამისად უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს,”- თქვა “დღის კურიერში” პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის შემთხვევები ლაბორატორიულად დადასტურდა.
საქართველოში შემოსულ 5 მგზავრს ინდური შტამი დაუფიქსირდა
“ინდური შტამის” მასობრივად გავრცელებისგან, გარკვეულწილად, დაცულები ვართ: ენდელაძე