ნინო შუბლაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელი წერს, საავადმყოფო უკვე დატოვა და საქმიანობას მალე დაუბრუნება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნინო შუბლაძემ მოულოდნელად ინფაქტი გადაიტანა.
“ასე ყოჩაღად დავტოვე საავაფმყოფო და დავბრუნდი სახლში! ? რომ არა Sopo-ს უსწრაფესი გადაწყვეტილება და რომ არა Helsicore -ის არაჩვეულებრივი ექიმების პროფესიონალიზმი – Nikoloz-ის დაჩემება რომ სწორედ ამ კლინიკაში მივსულიყავით და რომ არა ღმერთი! – რომელმაც უბრალოდ გადაწყვიტა რომ უნდა მეცოცხლა ??? და ალბათ, რომ არა ჩემი დაბადების დღე- ნინოობა და ჩემი მფარველი წმინდა ნინო – დღეს ვერ გეტყოდით რომ ცხოვრება გრძელდება და ძალიან მიყვარხართ!!! ❤❤❤
დიდი, დიდი მადლობა ყველას ვინც წუხდით, მგულშემატკივრობდით და მაძლიერებდით თქვენი მოკითხვებით, სიყვარულით და თბილი სიტყვებით ! ???
მალე დაგიბრუნდებით ძველებურად ენერგიული და მოყოჩაღებული.”-წერს სოციალურ ქსელში ნინო შუბლაძე.