LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციური საავადმყოფოს ეზოში ნეირო განყოფილების მთავარ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

385

მედიაში გავრცელებული ცნობით, ინფექციური საავადმყოფოს ეზოში, ნეირო განყოფილების მთავარ ექიმს “ავერსის” მშენებარე კლინიკის მუშებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაზარალებული ამ დროისთვის საპატრულო პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

მედ პერსონალმა გამაფრთხილებელი აქცია უკვე გამართა. მათი თქმით, თანამშრომლებს ხელს უშლიან სამედიცინო საქმიანობაში.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი. დავით სერგეენკოს თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში არის შიდა ინტერესების დაპირისპირება.

“კონფლიქტი ექიმს და პაციენტს შორის არის ცალკე საკითხი და იქ მომუშავე ადამიანების, სამწუხაროდ ორი სხვადასხვა ჯგუფის განსხვავებული შეხედულება „ავერსთან“ თუ სხვა კომპანიებთან, არის ცალკე საკითხი. ეს არის შიდა ინტერესების დაპირისპირება. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ინფექციური სნეულებათა საავადმყოფი, ზოგადად სამსახური, არის ჯანდაცვის სტრატეგიული ობიექტი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ობიექტმა ამ მისამართზე ან სხვა მისამართზე იფუნქციონიროს შეფერხების გარეშე“,- განაცხადა სერგეენკომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g