LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირების რიცხვი იმატებს – გამყრელიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

110
გამყრელიძე-ამირან

ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ასევე ე.წ. გადადების მაჩვენებელი, რის გამოც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სხვა ქვეყნებში აცრილთა დღიური რაოდენობა თანდათან იზრდება და იმედოვნებს, რომ საქართველოშიც ასე იქნება. მისი თქმით, ქვეყანას საშუალება ექნება, რომ აპრილში 120-150 ათასი ადამიანი აიცრას.

„დეკემბერში, როდესაც დაიწყო ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაცია, ასეთი პროცესი იყო ყველგან – დღიურად რამდენიმე ათასის ფარგლებში. დღეს დღიურ აცრილთა რაოდენობა დაახლოებით 10 მლნ-ია და ეს თანდათან იზრდება. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება საქართველოშიც. იმიტომ, რომ აცრის სიკეთე ბევრად აჭარბებს რისკს, რაც შეიძლება აცრასთან მიმართებით დადგეს.

ბოლო დღეების განმავლობაში გაჩნდა რისკი – ყოველდღიური შემთხვევათა რიცხვი ოდნავ იმატებს. ეს არ არის ნახტომისებური მატება, მაგრამ იმატებს დადებითობის და ასევე ე.წ. გადადების მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის შემსუბუქების შედეგი. მაგრამ სერიოზული ზრდა არ არის. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები”,- განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

magti 5g