LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირებული მამაოს მდგომარეობა საყურადღებოა – მაკა სოლოღაშვილი

350
Capture

“გუშინ კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 ახალი პაციენტი დაგვემატა”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი პაციენტის წყარო ცნობილი არ არის და შიდა გავრცელების შემთხვევაა.

“ამ ეტაპზე კლინიკაში ინფიცირებული 21 პაციენტია მოთავსებული, გუშინ დაგვემატა 1 ახალი ინფიცირებული. ამჟამად 9 საყურადღებო პაციენტი გვყავს, რომელთაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნებათ. კლინიკაში მკურნალობას 18 წლამდე ასაკის 7 პაციენტი გადის, მათი მდგომარეობა დამაკამყოფილებელია”, – აცხადებს სოლოღაშვილი.

მაკა სოლოღაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული სასულიერო პირის მდგომარეობა საყურადღებოა.

“მამაოს ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. მისი ოჯახის წევრებიდან. ქალბატონის მდგომარეობაც საყურადღებოა, ხოლო ბავშვის დამაკმაყოფილებელი. ეპიდემიოლოგებს ჯერ არ დაუდგენიათ ოჯახის რომელი წევრი გახდა ინფიცირების წყარო”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

შეგახსენებთ, უახლესი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 306-მდე გაიზარდა.

საქართველოში ინფიცირების კიდევ 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში – 306

magti 5g