2017 წელს ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ ნიშნულს აუცილებლად გადასცდება. ამის შესახებ დღევანდელი „რეზონანსი“ წერს. ინფლაციის ზრდაზე სპეციალისტები ხმამაღლა საუბრობენ და აცხადებენ, რომ ფასების ზრდას მთავრობის მხრიდან აქციზის გაძვირება და სავალუტო რყევები უწყობს ხელს.
ბანკები საფონდო ბირჟების მეორეჯერ გადაყლაპვას აპირებენ – ასეთი სათაურით ქვეყნდება სტატია „რეზონანსში“. სტატიაში აღნიშნულია, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარს ჩვენს ქვეყანაში ბანკები აკონტროლებენ და სულაც არ სურთ სხვა საფინანსო მიმართულების განვითარება, რომელიც მათ ღირსეულ კონკურენციას გაუწევს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ბანკები ხელოვნურად აფერხებენ საფინანსო ბირჟის განვითარებას.