LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფორმაცია მოგზაურებისთვის: თვითმფრინავში COVID-ით დაინფიცირების რისკი 3-ჯერ გაიზარდა

287
media-handler

თვითმფრინავში COVID-19-ით დაინფიცირების რისკი 2-3-ჯერ გაიზარდა – მიზეზი „ომიკრონის“ შტამია.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს, რომელიც საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) სამედიცინო ექსპერტს დევიდ პაუელს ესაუბრა.

პაუელი ამბობს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, COVID-19-ის ახალი შტამი სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, ახალ წლამდე საგრძნობლად იზრდება მგზავრთნაკადი.

ექსპერტი ამბობს, რომ ინფიცირების ალბათობა უფრო მაღალია ეკონომ კლასში, ვიდრე ბიზნეს კლასში, რაც თავის მხრივ მგზავრების მაღალ რაოდენობას უკავშირდება. პაუელი მგზავრებს მოუწოდებს მკაცრად დაიცვან კოვიდ-რეგულაციები.

Bloomberg

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები