თბილისის სატრანსპორტო კომპანია სამგზავრო ბარათების გათამაშებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, სოციალურ ქსელში კონკრეტულ ყალბ გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით, სიცრუეა და სავარაუდოდ, ონლაინ თაღლითობაა:
„გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ყალბ გვერდებზე, თითქოს, თბილისის მერიამ აამოქმედა უფასო წლიური სამგზავრო ბარათი, რომელსაც დაინტერესებული პირი გათამაშების გზით მიიღებს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სოციალურ ქსელში კონკრეტულ ყალბ გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე და სავარაუდოდ, წარმოადგენს ონლაინ თაღლითობას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, არ მიიღონ არანაირ მსგავს გათამაშებაში მონაწილეობა.“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა არასწორი…
Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on Wednesday 19 March 2025