ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ფოთში მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ ფოთში მზე სხვანაირად აცხუნებს.
„მზეც კი სხვანაირად აცხუნებს ფოთში, მეგობრებო და მოგესალმებით.
ის სითბო, ის სიყვარული, რაც ფოთს გააჩნია, ყველაფერში იგრძნობა, თქვენთან შეხვედრაში, რა თქმა უნდა“. – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენისას.