ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია უარყოფს, რომ მას კოორდინატორებთან რაიმე ურთიერთობა ჰქონდა. აღნიშნული განცხადება მან „იმედის“ ეთერში გააკეთა.
მისი განმარტებით, ეს არის სრული სიცრუე და გამოქვეყნებულ ფოტოზე, სახლის წინ, მამასთან და მეზობელთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც კობა გაბუნია აცხადებს, ამ ცილისწამების ავტორი აუცილებლად დაისჯება.
„ეს არის სრული სიცრუე და ცილისწამება. მე ვიმყოფებოდი ჩემი სახლის წინ მამასთან და მეზობელთან ერთად. გამოქვეყნებულ ფოტოზე ეს სიუჟეტია სწორედ. შესაბამისად, არავითარი საარჩევნო საკითხებზე კოორდინაცია არ ყოფილა. ეს არის ცილისწამება და ავტორი აუცილებლად დაისჯება“, – განაცხადა გაბუნიამ.