LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: „მას მერე, რაც მაღაზიის მეპატრონეებმა კარგად დაუღეჭეს ვიქტორ ჯაფარიძეს, რატომაა აგენტების კანონი რუსული და გააბუნძულეს, მივედი ფორთოხლის საყიდლად და დახლები თითქმის ცარიელი დამხვდა“

1946
ინგა გრიგოლია

„ასეთი ამბავია ახლა ქიქოძის 5 ნომერში, მას მერე, რაც მაღაზიის მეპატრონეებმა კარგად დაუღეჭეს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, რატომაა აგენტების კანონი რუსული და გააბუნძულეს, მივედი ფორთოხლის საყიდლად და სადღა იყო ფორთოხალი“, – ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.

ვიდეო: „ვიქტორ ჯაფარიძემ თქვენი ფორთოხალი ვისროლე და ბოდიშის მოსახდელად მოვედიო, რა ფორთოხალი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მომავალი წაართვით-მეთქი“ – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

ინგა გრიგოლიას თქმით, მაღაზიაში პროდუქტების შესძენად მოქალაქეები თბილისის სხვადასხვა უბნიდან მიდიან:

„დახლები თითქმის ცარიელი დამხვდა, თბილისის სხვადასხვა უბნიდან მოდიან ადამიანები და თითქმის ყველაფერი იყიდესო. შენ გენაცვალე, ჩემი საყვარელო საქართველო, ჩემო მებრძოლო საქართველო, ჩემო მოუთვინიერებელო საქართველო.

ამიერიდან ვიცოდეთ, რომ მაღაზია, სადაც ხილი, ყავა, წყალი ან რამე ეგეთი უნდა ვიყიდოთ, მდებარეობს ქიქოძის 5-ში, სახელწოდებით „მეტი თავისუფლება“, – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ასეთი ამბავია ახლა ქიქოძის 5 ნომერში,მას მერე,რაც მაღაზიის მეპატრონეებმა კარგად დაუღეჭეს დეპუტატ ვიქტორ…

Posted by ინგა გრიგოლია on ოთხშაბათი, 29 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები