ორი დღეა პარლამენტში ვერ ხერხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სავარაუდო სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს.
რიგით მეორე კენჭისყრა პარლამენტში გუშინ, 19 აპრილს კვლავ უცვლელი მიზეზით ვერ მოხერხდა. საპარლამენტო უმრავლესობამ მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის მოტივით რეგისტრაციაზე უარი თქვა.
აღნიშნულს ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ეხმაურება სოციალურ ქსელში.
„ნეტა, სახლებში რომ მიდიან და ტელევიზორში საკუთარ თავებს ხედავენ, როგორ უკრავენ ტაშს მონური მორჩილებით და სიცილით, თავად მონები ამ მონა მოსამართლეების დაცვას, ოჯახის წევრების მაინც არ უტყდებათ?
რას ამბობენ ნეტა ოჯახში, გირგვლიანის მოსამართლეს რატომ ვუკრავ ტაშსო, მართლა გულისრევად იქცა ეს ხალხი“, – წერს ინგა გრიგოლია.