LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: „რაც ომი დაიწყო, თითქმის ყველანი  ტელევიზიაში გადავცხოვრდით… დაცემამდე მუშაობა ჩვენი ვალდებულება გახდა…“

201
inga2022

ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ფაქტობრივად, მთელი ტელევიზია 24 საათის განმავლობაში ადგილზეა და მუშაობენ:

„რაც ომი დაიწყო, თითქმის ყველანი  ტელევიზიაში გადავცხოვრდით. წარმოუდგენელ რეჟიმში ვმუშაობთ ეს დღეები. საშინლად დაღლილი ვარ ემოციურად, ფიზიკურად, ნერვიულობით და იმ  ჯოჯოხეთის გაშუქებით, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს, მაგრამ წეღან გიორგი ნიორაძეს ვეუბნებოდი, მგონია, რომ დაცემამდე მუშაობა ჩვენი ვალდებულება გახდა, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.  მგონია, რომ ამ ფორმით მაინც ვეხმარებით ადამიანებს, რომლებსაც ტყვიების წვიმაში უთენდებათ  და უღამდებათ… რაღაცნაირად, ჩვენც ფრონტზე ვართ თითქოს, ჩვენც ვიბრძვით, უკრაინისთვის და ჩვენი ოკუპირებული ქვეყნისთვის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g