LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისმა კორუმპირებული ელერდაისი მოიშორა: პირველი პრეტენდენტი პარდიუა

88

სემ ელერდაისი ინგლისის ნაკრებიდან გააგდეს.
მწვრთნელს კარისკენ დანიშვნიდან 67 დღეში მიუთითეს.

ელერდაისი ტრანსფერებისას მესამე პირებისთვის უკანონო დახმარებისთვის მიაბუნძულეს. საფეხბურთო ასოციაციის ბოსებმა ელერდაისს პირად შეხვედრაზე უთხრეს წადიო. მათ მწვრთნელის ვერსიაც მოისმინეს, ითათბირეს და მერე მიიღეს გადაწყვეტილება.

კორუფციული სკანდალი ”ტელეგრაფის” ჟურნალისტების გამოძიების შემდეგ ამოტივტივდა.

ისე, ელერდაისი ინგლისის ნაკრების ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. გუნდს მის ხელში არ წაუგია, ოღონდ: ნაკრებმა დიდი სემის ხელმძღვანელობით ერთი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება, ელერდაისის შემცვლელს, The Sun წერს, ”სამ ლომს” ”კრისტალ პალასის” თავკაცი ალან პარდიუ დაიკავებს. სწორედ ის არის პრეტენდენტებში პირველ ადგილზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g