LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისური კურიოზი: ფეხბურთელმა აუტი ხაზის ნაცვლად ჩრდილიდან მოაწოდა (ვიდეო)

87

„რედინგის“ ფეხბურთელს ჩრდილი გვერდითა ხაზში აერია და აუტი ლამის შუა მოედნიდან მოაწოდა. მსაჯს არ შეუმჩნევია.

ეს კურიოზი ჩემპიონშიპის 46-ე ტურში, „კარდიფთან“ შეხვედრაში მოხდა (0:0).

პირველი ტაიმის მიწურულს, ერთ-ერთ ეპიზოდში სტუმართა ფეხბურთელს მოედნის კიდე შეეშალა და ხელით ბურთი ჩრდილიდან შეიყვანა. არბიტრმა რობერტ მედლიმ ეს ვერ შეამჩნია და თამაშის გაგრძელების საშუალება მისცა.

ამ ფრემ „კარდიფი“ პრემიერლიგაში გადაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები