LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგუშეთში Amnesty International-ის თანამშრომელი გაიტაცეს

140

ინგუშეთში Amnesty International-ის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ – ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია საკუთარ ვებგვერდზე წერს.

როგორც ცნობილია, ოლეგ კოზლოვსკი მეგასიდან 6 ოქტომბერს მოტყუებით გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამტაცებლებმა კოზლოვკსკის ტანსაცმელი გახადეს და მოკვლით ემუქრებოდნენ, როგორც მას ასევე მისი ოჯახის წევრებს.

კოზლოვკის მოთხოვეს, რომ ის მათი ინფორმატორი გამხდარიყო, უარის მიღების შემდეგ კი  ის ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და აეროპორტთან მანქანიდან გადმოსვეს. ასევე ცნობილია, რომ მას ინგუშეთში დაბრუნება აუკრძალეს.

შეგახსენებთ, რომ კოზლოვსკი ინგუშეთში საპროტესტო აქციებზე მონიტორინგის საწარმოებლად იყო ჩასული.

მრავალათასიანი პროტესტი მეგასში 4 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც ინგუშეთის პარლამენტმა ჩეჩნეთთან ადმინისტრაციული საზღვარი დააკანონა, ხოლო რესპუბლიკის ლიდერმა იუნუს ბეგ ევკუროვმა კანონს ხელი მოაწერა. ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის შეთანხმება ტერიტორიებს გაცვლას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g