პოპ-მომღერალმა პინკმა კორონავირუსი გადაიტანა. თავიდან ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ covid-19 პინკის ქალიშვილსაც სჭირდა, თუმცა, ელენ დეჯენერესის შოუში, 40 წლის მომღერალმა განაცხადა, რომ ვირიუსი მხოლოდ მას შეხვდა.
ვარსკვლავის განცახდებით, მას ძალიან გაუჭირდა დაავადებასთან გამკლავება, რადგან მას ასთმაც აღენიშნება.
„ეს ყველაზე საშინელი რამაა, რაც კი ოდესმე გადამხდენია, ინჰალატორის გარეშე ვერ ვძლებდი, ყოველ დღე ახალ-ახალი სიმპტომები მემატებოდა, სიცხე, დიარეა, ტკივილები მკერდსა და ყელში, მხოლოდ ლოდინი დამრჩენოდა“, – აცხადებს არტისტი.
ამჯერად პინკის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.