LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინჯია გომელაურს: ხომ შეიძლება „სვეტაფორები” ღამ-ღამობით გამოვრთოთ

246
ფორტუნა (47)

საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

მკვლელობა, ყაჩაღობა და ქურდობა – გომელაურის თქმით, 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა დაკლებულია

„ევროპელი სოციალისტების” წევრმა ფრიდონ ინჯიამ მინისტრს მიმართა კითხვით, შეიძლება თუ არა ღამის საათებში გამოირთოს შუქნიშნები.

„მთელი ღამით სრული დატვირთვით მუშაობს „სვეტაფორები”, ჩვეულებრივ რეჟიმში. ეს საკითხი თქვენ გეხებათ და შეგიძლიათ დააყენოთ საკითხი, რომ ღამის საათებში ეს „სვეტაფორები” გადავიდნენ ციმციმა რეჟიმში, ანდა გამოირთოს” – თქვა მან.

საქართველოს პარლამენტის წევრმა ასევე ისაუბრა გზებზე არსებული ბარიერების, ე.წ. „ბუგაროკების” აღებაზე და ვიდეო კამერებით ჩანაცვლებაზე.

ამ და სხვა კითხვებს პასუხს მინისტრი პასუხს სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ გასცემს.

“სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები მთლიანობაში 30%-ით გაიზარდა” – გომელაურის თქმით, თბილისში “პოლიციის ქალაქი” აშენდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g