შარლიზ ტერონმა დასვენება გადაწყვიტა და ჰოლივუდის საყვარელ ბარში შვილებთან ერთად ისადილა. სახე ,,ოსკაროსან” მსახიობს ნიღბითა და კეპით ჰქონდა დაფარული, თუმცა მისი ვერ შემჩნევა მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა.
მართალია, იძულებით შვებულებაში დიზაინერული სამოსი ტერონმა ყოველდღიური ჯინსებით და მაისურებით ჩაანაცვლა, მაგრამ არაჩვეულებრივი ფორმა მაინც შეინაჩუნა.