პიანისტი გიგი პიანომენი განაგრძობს ქართული ცნობილი მელოდიების საინტერესო ინტერპერეტაციების შესრულებას და მათ განთავსებას „ფეისბუქის“ პირად გევრდზე, საიდანაც ამ ნომრებს უამრავი ადამიანი აზიარებს სოციალურ ქსელში.
ამჟამად მან აირჩია „პირველად იყო სიმღერა“, ინოლა გურგულიას რეპერტუარიდან და მისი შედარებით ტემპიანი ვერსია შემოგვთავაზა.