LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Instagram-ზე უცხოურმა სამოგზაურო პლატფორმამ საქართველოს შესახებ Story შექმნა

111
collage

Condé Nast traveller-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს რეკლამირებას აგრძელებს. საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის მომზადების შემდეგ Condé Nast traveller-მა Instagram-ზე თბილისის, ბათუმის, სვანეთის, ღვინის და ქართული სამზარეულოს შესახებ Story შექმნა.

1 მილიონზე მეტ მნახველს საშუალება ჰქოდა გამოკითხვაში მიეღო მონაწილეობა, თუ რომელ მიმართულებას აირჩევდა საქართველოში მოგზაურობისას.

აღსანიშნავია, რომ Conde Nast Traveler-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია ძირითადად დიდ ბრიტანეთს მოიცავს.

მისტიკა ქართულად- მოჩვენებების სოფელი და გერმანელების დასახლება საქართველოში (ფოტოები)

თუ თბილისში ჩარჩი და შვებულება არ გაქვს - საინტერესო ადგილები ერთდღიანი გასვლებისთვის

კამპანიის მთავარი მიზანია საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილებისა და საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს გაცნობა. Conde Nast Traveler-ის ონლაინ პლათფორმებზე მილიონობით მნახველს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საშუალება მისცა გაიცნონ საქართველო რომელიც გამოირჩევა უნიკალური სტუმარმასპინძლობით, უსაფრთხო ტურისტული გარემოთი, მრავალფეროვანი ბუნებით, ოთხსეზონიანი კურორტებით, არქიტექტურით, სათავგადავლო ტურიზმით და ღირსშესანიშნაობებით.

„Conde Nast Traveler-ი მსოფლიოში ცნობილი გავლენიანი პლატფორმაა სამოგზაურო მიმართულებით.პლატფორმასთან ერთად ბევრი ვიმუშავეთ თუ რატომ უნდა იმოგზაურონ ადამიანებმა საქართველოში. ბუნებრივია, ჩვენი ძირითადი მესიჯი ეხება იმას, რომ საქართველო არის ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება ღვინის სამშობლო, ამასთანავე გამორჩეული ქვეყანა თავისი სტუმარმასპინძლობით და რომ საქართველო არის, იყო და იქნება უსაფრთხო ტურისტული მიმართულება,”- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g