LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ 20 დეკემბერს „სამგროშიან ოპერას“ წარდგენს

2886
78844933-2362726180657422-2867405250111733760-n

ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ 20 დეკემბერს 19:00 სთ-ზე წარმოგიდგენთ მიუზიკლის „სამგროშიანი ოპერა“ პრემიერას, ბერტოლტ ბრეხტის ნაწარმოების მიხედვით, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში.

პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე შემოქმედებითი კავშირის „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“.

რეჟისორი: ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი

ქორეოგრაფი: გიორგი ღონღაძე

კომპოზიტორი: თამარ ჟორდანია

მხატვარი: ბარბარა ასლამაზიშვილი, თათია კევლიშვილი

მხატვარ/დეკორატორი: ზვიად ნადირაშვილი

მონაწილეობენ:

ზურაბ ინგოროყვა, ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი, ვანო ხმალაძე, ნინო ლეჟავა, მარიამ ალღუთაშვილი, თამარ ლორთქიფანიძე, ბესო მეგრელიშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, ნიკალა ზაქარიაშვილი, ირაკლი სანაია, სესილი ღვინჯილია, მიხეილ ნიშნიანიძე, ზურაბ შარია, გიორგი ტატიშვილი, გვანცა ჯავახიშვილი, შორენა ივანიშვილი, ლიკა დუაძე, მარიამ ხარძიანი, სალომე მათიაშვილი, ნანი შეთირიშვილი, დიანა დიმიტრაძე, გიგო შიუკაშვილი, ნიკა კახელი, ლევან გოცაძე, ირაკლი მათეშვილი, ლუკა უშვერიძე, გიორგი ოშაყმაშვილი, ლუკა დედვარიანი, მარიამ ლომიძე, ნინო გოგიჩაიშვილი, ელენე მაჭარაშვილი.

მიუზიკლზე რამდენიმეთვიანმა მუშაობამ გააერთიანა საქართველოს ათობით პროფესიონალი  და მოყვარული (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი) მსახიობი. სწორედ ამ მიზეზით მიუზიკლი უპრეცედენტოა მსოფლიოს მასშტაბით.

მიუზიკლში მაყურებელი იხილავს ინკლუზიური ცეკვის, სიმღერისა და სამსახიობო ოსტატობის ჰარმონიას, 35 მსახიობი საათისა და ორმოცი წუთის განმავლობაში გთავაზობთ სტერეოტიპების დამსხვრევას „ხეიბრების“, „ყაჩაღებისა“ და „კახპების“ შესახებ, ამასთან წარმოგიდგენენ თითოეული მათგანის  რეალურ სახეებს, სულიერ და გარეგნულ ხატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები