LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცია-ადამიანი?! ინტეგრირებული თეატრი ჟესტურ ენაზე სპექტაკლს წარმოადგენს

380

26 ივნისს 19:00 საათზე ინტეგრირებული თეატრი “აზდაკის ბაღი” წარმოგიდგენთ ერთ მოქმედებიან სპექტაკლს “კაცია-ადამიანი?!” ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით. წარმოდგენა გაიმართება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებლის თეატრში. სპექტაკლი სინქრონულად ითარგმნება ჟესტურ ენაზე სურდო თარჯიმნის მიერ სმენისა და მეტყველების არ მქონე მაყურებლისათვის.
სპექტაკლი განხორციელდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

სპექტაკლის რეჟისორია ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი.

ინტეგრირებული თეატრი “აზდაკის ბაღი” აერთიანებს 16 შეზღუდული შესაძლებობისა და 8 ტიპიური განვითარების მქონე მსახიობს, რომლებიც ა.წ. აპრილის თვიდან სისტემატიურად გადიან სპექტაკლისათვის მოსამზადებელ რეპეტიციებს და ტრენინგებს მსახიობის ოსტატობასა და მეტყველების კულტურაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები