ონლაინ-გამოცება Jalopnik-ი McLaren 650S — 688 High Sport-ის ექსტრემალური მოდიფიკაციის არაოფიციალურ ფოტოებს ავრცელებს. სავარაუდოა, რომ აღნიშნული მოდელი გაცილებით სწრაფი იქნება ვიდრე ბრიტანული ბრენდის ჰიბრიდული კუპე P1.
ახალი ავტომობილის ბაზად McLaren 650S — 675 LT სწრაფი მოდიფიკაცია შეირჩა. მოდელის მასა 40 კგ-ით შემცირდა და 1190 კგ-ს შეადგენს. კუპეს გააჩნია აეროდინამიკური სხეული, რომელსაც ადაპტირებული საჰაერო მუხრუჭი აქვს და 240 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს.
ახალი ,,ლამაზმანი’’ ტელემეტრის სისტემას მიიღებს, რომელიც კამერისა და GPS გადამცემის მონაცემებს აანალიზებს. McLaren 688 HS აღჭურვილია 3.8 ლიტრიანი ტვინ-ტურბო რვაცილინდრიანი ძრავით, რომელიც 688 ცხენის ძალის სიმძლავრისაა. ასევე ავტომობილს აქვს შვიდსიჩქარიანი რობოტი.