LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, 1 წლითა და 1 თვით პატიმრობის პირობით გაუფორმდებათ – ასეთ შემთხვევაში ისინი საპატიმროს 4 ნოემბერს დატოვებენ

117
ზოდელავა-ბერიძე

პროკურატურასა და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს შორის საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია, თუმცა „ინტერპრესნიუსისთვის“ გარკვეული დეტალების შესახებ გახდა ცნობილი.

კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია ორივე მათგანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, რეალური სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვის ვადით.

თუკი, საბოლოო შეთანხმება ამ პირობით დამტკიცდება, მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ.

პაატა ბურჭულაძის შვილი საპროცესო შეთანხმებებზე – რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი – მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა – მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს

„4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა – მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს“, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ბრალდების მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისთანავე ეცნობება საზოგადოებას. “სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში […]

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები