LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინვესტიცია დასვენების ფასად: შეკვეთილში უნიკალური პროექტი FIDELIO შენდება, რომლის მართვასაც ფრანგული კომპანია ჩაიბარებს

2901
269820069_439056424592917_1848271407227448116_n

ინვესტიცია დასვენების ფასად – უნიკალური საინვესტიციო პროექტი შეკვეთილში, რომელიც დასვენებისა და ბიზნესის კეთების შესაძლებლობას ერთდროულად გაძლევთ.

გურიაში, ბახმაროსა და გომის მთებიდან რამდენიმე კილომეტრში, რომელიც ტურისტებისთვის უკვე ერთ-ერთ მიმზიდველ და საყვარელ ადგილად იქცა – შესაძლებლობა გაქვთ, მაღალმთიანი ზონიდან, რამდენიმე წუთში, ქვიშის მზიან სანაპიროზე მოხვდეთ, სადაც ტყისა და ზღვის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის.

FIDELIO -შეკვეთილში პროექტს დეველოპერული კომპანია ,,ტოპლაინ ქონსთრაქშენი” ახორციელებს.  

რაც შეეხება თავად FIDELIO-ს, ის პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია. როგორც ,,ტოპლაინ ქონსთრაქშენში“ განმარტავენ, პროექტის მშენებლობა ევროპულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მიმდინარეობს. კომპლექსის უნიკალურობას მისი მდებარეობა და ინფრაქსტრუქტურა განსაზღვრავს. მშენებლობა ზღვიდან 150 მეტრში, ფიჭვნარის ტყის კორომში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი მომხიბვლელია როგორც პირადი სარგებლობისთვის, ასევე საინვესტიციოდ. აპარტოტელის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, მენეჯმენტს ფრანგული კომპანია უხელმძღვანელებს. მომსახურების პირობები ნაწილობრივ უკვე ცნობილია: დაცვის სამსახური, ვიდეო კონტროლი 24/7 -ზე, შიდა და გარე ტერიტორიის  დასუფთავება, კონსეაჟის მომსახურება. ასევე გაქირავების სერვისი.

გარდა ამისა, FIDELIO-შეკვეთილში გამორჩეული იქნება ქართულ-ფრანგული რესტორნითაც, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულზე არსებულ ვერანდაზე განთავსდება. მას ფრანგი შეფმზარეული უხელმძღვანელებს. აღნიშნული რესტორნის არსებობა მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ახლო მდებარე ტერიტორიაზე, მაღალი ხარისხის და წარმოსადეგი კვების ობიექტი არ არსებობს.

სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი სულ 26 პრემიუმ კლასის აპარტამენტისგან შედგება, მინიმალური 25.2კვ.მ. – დან.  აღსანიშნავია, რომ აპარტამენტები ბარდება სრულად კეთილმოწყობილი რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. პროექტის მშენებლობა 2022 წლის სექტემბერში დასრულდება.

რაც შეეხება FIDELIO-ს სხვა უპირატესობებს, ესენია:

  • უნიკალური მდებარეობა;

  • პირველი და ამ დრომდე ერთადერთი პროექტი შეკვეთილში (უკონკურენტო);

  • საინვესტიციო პროექტი (სტაბილური შემოსავალი აპარტამენტის გაქირავებიდან);

  • სრულად მოწყობილი აპარტამენტები;

  • დაცული და ადაპტირებული გარემო;

  • ბაზარზე კონკურენტუნარიანი ღირებულება;

  • პარტნიორი კომპანიები (თიბისი)- პროექტი სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკის მიერ;

  • უმაღლესი ხარისხის მასალა.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ,,ტოპლაინ ქონსთრაქშენს“- განსაკურთრებული შეთავაზებები აქვს მომხმარებლებისთვის. ესენია:

  • შიდა უპროცენტო განვადება მშენებლობის დასრულებამდე;
  • ერთიანი გადახდის შემთხვევაში 100 $ ფასდაკლება კვ.მ.- ზე;
  • თიბისი ბანკის საბანკო განვადების შემთხვევაში კვ.მ. – ზე 50 $ შეღავათი,
  • თიბისი ბანკისა და ტოპლიაინის საერთო კამპანია: „აპარტამენტები თვეში 408 ლარიდან;“
  • შეიძინე აპარტამენტი TBC ბანკის დახმარებით და ისარგებლებთ 6 თვიანი 0% იანი შეთავაზებით.

ცნობისთვის, ,,ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ ამ პროექტზე შეჩერებას არ აპირებს. იგეგმება შეკვეთილის მიმდებარედ FIDELIO -ს პროექტის გაგრძელება, მთლიანობაში კომპლექსი სამი ოთხსართულიანი აპარტოტელით დაკომპლექტდება, რომელთაც გააერთიანებს მოსასვენებელი სივრცეები, როგორც ყველა თაობის ადამიანისთვის, ასეე მათი ოთხფეხა მეგობრებისთვის. ამასთან, დეველოპერული კომპანიის საკუთრებაშია არაერთი მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, ,,ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებში განიხილავს მშენებლობას.

დეტალური ინფორმაცია ,,ტოპლაინ ქონსთრაქშენისა“ და მისი პროექტის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

FB – https://www.facebook.com/toplineconstructionge/?ref=page_internal

instagram – https://www.instagram.com/toplineconstructiongeo/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g