LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპრეცედენტოდ დაბალი ფასები „მირაჟში“ – შეკვეთილში დასვენება გაიაფდა

5509
page

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია, დასასვენებელი კომპლექსი „მირაჟი“ შეკვეთილში მომხმარებლებს უპრეცენდენტო ფასად დასვენებას სთავაზობს.

როგორც „ფორტუნას“ „მირაჟის“ დამფუძნებელმა ლია სამადაშვილმა განუცხადა, ადგილზე დაცულია უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა ნორმა და გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინები.

„ჩვენთან დასვენება ასეთი იაფი არასდროს ყოფილა – გვაქვს უპრეცედენტო ფასდაკლების აქცია, რომელიც 1 აგვისტომდე მოქმედებს. აქციის ფარგლებში, 1 ღამით ერთი კაცის განთავსება საუზმით, „მირაჟის“ პირველ კორპუსში 80 ლარიდან იწყება. მეორე კორპუსის შემთხვევაში, 1 ღამის ფასი, ასევე საუზმით – 60 ლარიდანაა. რაც შეეხებათ ბავშვებს, მათზე ყველაზე დაბალი ფასები გვაქვს – კერძოდ, 5 წლამდე ბავშვის განთავსება „მირაჟში“ უფასოა, 10 წლამდე ბავშვებზე კი მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება – ანუ, ღამე საუზმით 30 ლარი ჯდება“, – აცხადებს ლია სამადაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დამსვენებლებს საუზმის გარდა, თითო დამატებითი კვების (სადილი, ვახშამი) აღება 25 ლარი დაუჯდებათ.

„გარდა ადგილობრივ მომხმარებელბზე მორგებული ფასებისა, ჩვენ განსაკუთრებით ვზრუნავთ მათ ჯანმრთელობაზე. ჩვენთვის სტუმრების, თანამშრომლებისა და პარტნიორების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, სრული ძალისხმევით ვიცავთ ჰიგიენის, სანიტარიის და უსაფრთხოების წესებს სასტუმროს მთელს პერიმეტრზე“, – ამბობს ლია სამადაშვილი.

მისივე ინფორმაციით, დასასვენებელ კომპლექსს ერთდროულად 180 სტუმრის მიძღება შეუძლია. დამსვენებლებს „მირაჟში“ უსაფრთხო და მეგობრული გარემო დახვდებათ, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავს კომფორტულად იგრძნობს.

„ჩვენი დასასვენებელი კომპლექსი 2004 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე არ კარგავს რეიტინგს, დამსვენებლების სიმცირეს არასდროს ვუჩიოდით. ჩვენი სტუმრების დიდი ნაწილი უცხოელები იყვნენ. წელს სიტუაცია, შექმნილი ვითარების გამო, შეცვლილია და ველოდებით ადგილობრივ დამსვენებლებს. „მირაჟი“ იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის, აქ ყველაფერი გვაქვს ბავშვებისთვის: აუზი, გასართობი ატრაქციები და სხვა… გვაქვს ძიძის სერვისიც, ანუ მშობელს შეუძლია მშვიდად დიასვენოს და ანდოს შვილი ჩვენს კვალიფიციურ ძიძას. გყვავს ანიმატორებიც, რომლებიც ბავშვების გართობაზე ზრუნავენ. გარდა ამისა, “მირაჟი” ხელსაყრელია საქმიანი შეხვედრებისთვისაც. გვაქვს 2 საკონფერენციო დარბაზი – 50 და 100 კაცზე გათვლილი“, – ამბობს „მირაჟის“ დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, „მირაჟის“ კიდევ ერთი პლუსი არის ის, რომ აქვს საკუთარი სანაპირო ზოლი, სრულიად უსაფრთხო და სუფთა. ასე რომ, დასასვენებელი კომპლექსის სტუმრებს არ უწევთ „მირაჟიდან“ გასვლა იმისთვის, რომ ზღვაზე აღმოჩნდნენ.

სასტუმროში ნომრის დასაჯავშნად, დარეკეთ: 599 11 19 55 ან 577 41 19 55

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები