სტარტაპ დემოდღის ფარგლებში დღეს, ექვსი ინოვაციური სტარტაპი თავის პროექტებს ინვესტორების წინაშე წარადგენს. სტარტაპებმა საქართველოს უნივერსიტეტის აქსელერატორის – სტარტაპ ფაქტორის სამთვიანი სააქსელერაციო პროგრამა გაიარეს, რომლის მეთოდოლოგია და სტრუქტურა ამერიკული სტარტაპ აქსელერატორის – 500 სტარტაპის პრინციპზე არის დამყარებული. სტარტაპებს საშუალება ჰქონდათ, 3 თვის განმავლობაში ექსეპრტებთან და მენტორებთან საკუთარ პროექტებზე ემუშავათ.
დემოდღეზე წარდგებიან შემდეგი სტარტაპები: DR Pillow – ჭკვიანი ბალიში, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, მოახდინონ ინტერაქცია საკუთარ სიზმრებთან და მართონ ისინი; Twinners – სტარტაპი, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს ტაქსის საფასურის გაზიარებასა და თანხების დაზოგვაში; Total Traffic Management – მოწყობილობა, რომელიც დინამიურად არეგულირებს სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარეს, რაც ტრანსპორტს აარიდებს ავარიებს; Spy Recipe – ერთ ყუთში შეფუთული ყველა ინგრედიენტი გემრიელი საჭმელების მოსამზადებლად და დროის დასაზოგად. სტარტაპი იყენებს დისტრიბუციის ახალ მეთოდს, რათა ადამიანებს გაუმარტივონ საჭმლის დამზადება; Visual Hub – ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ეხმარება არაპროფესიონალებს პროფესიონალური დიზაინის/ბრენდბუკის შექმნაში; SparkLab – გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს სკოლებს, მოახდინონ ქიმიური ცდების ციფრულად განხორციელება, რაც დაუზოგავთ მათ ქიმიური ლაბორატორიის მოწყობის ხარჯებს.
დემოდღის ღონისძიება საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსში, 519 აუდიტორიაში გაიმართება.