LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინვესტორისგან დასტური გვაქვს, კაშხალს არ შეეხებიან, ვიდრე კვლევები არ გადამოწმდება – მინისტრი ნამახვანჰესზე

61
BeFunky-collage

ეკონომიკის მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით პროფილურ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრას მართავს.

ნათია თურნავამ საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ მოწვეული იქნება ყველა დაინტერესებული გეოლოგი, სეისმოლოგი და ეკოლოგი, რათა გადამოწმდეს კვლევა და საკითხის ირგვლივ იყოს მეტი ნდობა.

მინისტრის განმარტებით, „ნამახვანჰესის“ პროექტი გრძელდება, თუმცა კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ გადამოწმდება კვლევები.

“დამკვიდრდა აზრი, რომ “ნამახვანჰესის” პროექტი საჭიროებს კვლევას, იმისთვის რომ გახდეს უფრო უსაფრთხო. ასევე, შემცირდეს გარემოზე ზემოქმედება, რაც შეიძლება მოიტანოს “ნამახვანჰესის” პროექტმა. ასეთი დიდი პროექტი საზოგადოების ჩართულობის და ნდობის არარსებობის პირობებში, რთულად თუ განხორციელდება. ჩვენ შევთანხმდით ინვესტორ კომპანიასთან, რომ ყველაზე კრიტიკული ნაგებობები რაც არის არ აშენდება, ვიდრე არ მოხდება ძირითადი კვლევების გადამოწმება და ვალიდაცია. სოლიდური კვლევა არის მომზადებული, მაგრამ ისევ ვამოწმებთ. “ნამახვანჰესის” პროექტზე მეტი ნდობა უნდა შეიქმნას, რომელსაც სწორი სამეცნიერო აზრი ქმნის”, – განაცხადა თურნავამ.

ამავე თემაზე:

ინფორმაცია თითქოს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა შეჩერდა არასწორია – ეკონომიკის სამინისტრო დეტალებს განმარტავს 

ეს ქვეყანა ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ, არაფერი აშენდება, ფაუნა-ფლორაში იცხოვრეთო, ეკონომიკაც არ გვექნება – ზარქუა

რეალური ინვესტიცია თუ რიონის ხეობის განადგურების საფრთხე – რა ვიცით “ნამახვანჰესის” პროექტზე

თურნავა უცხოელ ინვესტორებზე: ინვესტორია „ენერგო პროც“, მაგრამ მოიკიდა კისერზე ჩვენი მიწა და გაიტანა ჩეხეთში?

ნათია თურნავამ „ნამახვანიჰესის“ გარშემო მიმდინარე კრიტიკა სამ ნაწილად დაყო: “თუ პირველ ორს იზიარებენ, რიტორიკაში არავის შევყვებით”

მყინვარების დნობაზე „ნამახვანის“ წყალსაცავის გავლენა პრაქტიკულად გამორიცხულია – მინისტრი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები