„ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება, როცა საუბარია მიხეილ სააკაშვილზე, როგორც გლობალურ ერთობაზე“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი, რატი იონათამიშვილი რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გლობალური აქცია დააანონსა.
როგორც იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „თუ ეს ადამიანი საერთაშორისო დონეზე რაიმეთი გამორჩეულია, ეს არის ის, რომ მასშტაბური დამნაშავეა, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და არის კრიმინალური, ძალადობრივი სისტემის შემქმნელი ჩვენს ქვეყანაში.“
ხაჭაპურიძე პენიტენციურს სააკაშვილის წერილების გაგზავნის აკრძალვაზე განმარტებისთვის მიმართავს და ექსპერტიზაში FBI-ს ჩართვას ითხოვს
„FBI მოიწვიონ და ჩაატარონ, უფრო მეტიც, აღიძრას იქ სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება, ამაზე ვართ თანახმა. შაბათ-კვირას ადვოკატებს შესვლა აგვიკრძალეს, ოჯახს წერილები აუკრძალეს და ადვოკატებს შეგვეძლება წერილების გამოტანა.
„კი ბატონო, ასეთმა ადამიანებმა იაქტიურონ და ასეთი განცხადებები აკეთონ, რათა კიდევ უფრო რეალურად წარმოჩნდეს მათი უსუსურობა და რეალური სახე.“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, საქართველოს საელჩოებთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართონ.
ყველაფერი დადგმულია – მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის: კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე