გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად!, – აღნიშნული ლოზუნგით რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ფეიგინი მოუწოდებს ყველას, წავიდნენ თავიანთ ქვეყნებში არსებულ, საქართველოს საელჩოებთან.
“2023 წლის 4 იანვარს, გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად! მოვუწოდებთ ყველას, წავიდნენ თავიანთ ქვეყნებში არსებულ, საქართველოს საელჩოებთან. [შეიკრიბეთ] ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან”, – წერს ფეიგინი.
ИТАК! 4 ЯНВАРЯ 2023 ГОДА ГЛОБАЛЬНАЯ АКЦИЯ В ПОДДЕРЖКУ МИХАИЛА СААКАШВИЛИ #SaveMisha ПРИЗЫВАЕМ ВСЕХ ВЫЙТИ К ПОСОЛЬСТВАМ ГРУЗИИ В СТОЛИЦАХ СТРАН ВАШЕГО ПРОЖИВАНИЯ. НАЧИНАЯ С 12.00 ВАШЕГО ВРЕМЕНИ! РЕТВИТНИТЕ ПОЖАЛУЙСТА! pic.twitter.com/cs1sK0HzJY
— ФЕЙГИН LIVE (@FeyginMark4) December 26, 2022
ცნობისთვის, რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად გეგმა ჰქონდა, თუმცა ჯერ საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ელოდებოდა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ პუტინის ბრძანებით მოწამლეს.
ამავე თემაზე:
გიორგი სააკაშვილი: „შოკირებული ვარ, გული მიკვდება, ცრემლებს ვერ ვიკავებდი მიშას ნახვისას“