„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესები განზრახ გაიწელება, პარტიაში კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
აღნიშნულის შესახებ მელიამ საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები და თანაგუნდელები არიან შეკრებილნი.
მელიას შეფასებით, როგორც უსამართლო გადაწყვეტილება იქნება საზიანო, ასევე საზიანო იქნება დროში ამ პროცესის გაწელვა, თუნდაც სწორი გადაწყვეტილება იქნეს გამოტანილი.
შელახულია მისი ფიზიკური მახასიათებლები... მოუვლელია - ეს დემენციის სიმპტომებია: ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი
მისი განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მახასიათებლები შელახულია, მოუვლელია, რაც დემენციის სიმპტომებია“.
„მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს ეს ყველაფერი. ტექნიკურად წლის ბოლომდე შესაძლებელია პროცესები დასრულდეს. გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის შეიძლება მოსამართლეს 2-3 დღე დასჭირდეს. პროცესების დასრულება თავისუფლად შესაძლებელია წლის ბოლომდე. მიჯრით სასამართლო პროცესების ჩანიშვნა შესაძლებელია.
დღეს კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავრწმუნდით… როდესაც მოწმეთა სიაში საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების ჩასმას ითხოვენ, რაც კიდევ გულისხმობს დროში გაწელვას. ეს მძიმე რეალობაა, რომელსაც კიდევ ერთხელ ამძიმებს ხელისუფლება.
გიორგი სააკაშვილი: „შოკირებული ვარ, გული მიკვდება, ცრემლებს ვერ ვიკავებდი მიშას ნახვისას“
თუ დავრწმუნდით, რომ პროცესები განზრახ იწელება, მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. დროში გაწელვა იწევს ადამიანის მოკვდინებას. თუ ხელისუფლება პროცესს დროში უსაშველოდ გაწელავს, ეს სასიკვდილო განაჩენად იქნება მიჩნეული.“– განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გაუქმების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.