LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შელახულია მისი ფიზიკური მახასიათებლები… მოუვლელია – ეს დემენციის სიმპტომებია: ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი

270
ერიკ დევიდ გოლდსმიტი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესს, სადაც მოსამართლე გიორგი არევაძე მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გაუქმების საკითხს განიხილავს, ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი იკითხება.

მისი განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მახასიათებლები შელახულია, მოუვლელია, რაც დემენციის სიმპტომებია“.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი გამოვიკვლიე დიაგნოსტიკაში მეცნიერულ მეთოდებს ვიყენებდი. გადავამოწმე ჯერ სამედიცინო ისტორია, გავესაუბრე დედამისს, სამართლებრივ კრიტერიუმებს გადავხედე. ასევე „ვივამედის“ კლინიკაში ვიყავი და ფსიქიატრიული გასაუბრება შედგა მასთან. მე ჩავატარე ტესტები, როდესაც მის პიროვნებას ვაფასებდი.

ყველა ფაქტის შესახებ წავიკითხე დასკვნაში, რაც მომაწოდეს. მას არაჩვეულებრივი მეხსიერება აქვს მის წარსულსა თუ ბავშვობაზე. ასევე კარიერაზე. მაგრამ ახლანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მას საშინელი მეხსიერება აღენიშნება. კონკრეტულად, მისი აზროვნების უნარები არის ნელი. ახლა კი შეუსაბამო სახით ახდენს საკუთარი თავის წარდგენას. შელახულია მისი ფიზიკური მახასიათებლები. აცვია მაისური, საიდანაც მუცელი უჩანს, არის მოუვლელი. ფრჩხილები მოსაწესრიგებელია. ეს დემენციის სიმპტომებია. ის ავლენს სისუსტეს, სკამიდან ადგომა უჭირს და სიარულიც უჭირს. მან დაიკლო წონაშიც“,- აღნიშნა ექსპერტ-ფსიქიატრმა.

ამავე თემაზე :

გიორგი სააკაშვილი: „შოკირებული ვარ, გული მიკვდება, ცრემლებს ვერ ვიკავებდი მიშას ნახვისას“

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცავით სააკაშვილის სიცოცხლე…ძალიან გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში” – ზელენსკი

გიული ალასანია: „ჩემი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს პროცესები – ხელში მაკვდება შვილი“

“არ შემიძლია რომ არ დავწერო, რადგან ძალიან მტკივა…ყველა გაგებით საშინელებაა” – ლიზა იასკო სააკაშვილის კადრებზე

„ასეთია დღეს მიშა, ამას ვუყურებ და ვუძლებ“ – გამოხმაურებები მიხეილ სააკაშვილის პირველ კადრებზე

სააკაშვილის ძმა: სახელმწიფო წირავს ადამიანს და მის დაღუპვას აწერს ხელს – პროცესის განვითარებას მოსამართლე არევაძის დამოკიდებულება განსაზღვრავს

კობახიძე სააკაშვილზე: არის შერჩევით კვებაზე, აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც გამოიწვია წონაში კლება – ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია

სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის იყოს დაუძლურებული: შალვა პაპუაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები