LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთია დღეს მიშა, ამას ვუყურებ და ვუძლებ“ – გამოხმაურებები მიხეილ სააკაშვილის პირველ კადრებზე

292
5555

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ერთვება. 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩართვას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა.

„ასეთია დღეს მიშა, ამას ვუყურებ და ვუძლებ.

ახლა განსაჯეთ, ოდესმე თუ გადამიჭარბებია ერთი სიტყვა რეალობის გადმოცემისას. რაც მთავარია, თქვენ ხედავთ მხოლოდ სახეს, დისტროფიულ სხეულს ეკრანზე ვერ ხედავთ“, – წერს ეკა ხერხეულიძე.

 

 

 

„მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

 

„არა, არ კლავენ..“, – წერს გოგა ხაჩიძე.

 

„სასამართლო პროცესზე ჩართეს, გული გამისკდა, არ მოკლათ თქვე ს.. ბო, არ მოკლათ“, – წერს გიგა მაქარაშვილი.

 

 

„და ამის შემდეგ ჩვენ ერი ვართ? ჩვენ ადამიანები ვართ?! ხშირად მესმის უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენც გვეშველება. ჩვენ არაფერი აღარ გვეშველება. ჩვენ ვართ დამნაშავე იმაში რომ მივეცით უფლება ყველაფრის ჩამოშლის. ჩვენი უმოქმედობით, კომფორმიზმით, მლიქვნელობით, ყველაფრის ფეხებზე დაკიდებით! ვუყუროთ ეხლა როგორ ხვდება ორი თავისუფალი სამყაროს პრეზიდენტი ერთმანეთს და ჩვენ პრეზიდენტი მოვკლათ!“, – წერს სოფო ჭყონია.

„ვინც ახლა ამას უყურებს და ემპათიის გრძნობა არა აქვს, ისინი მიშას სისტემის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ კი არ იბრძოდნენ, არამედ იგივე სისტემის მხრიდან მიშაზე ძალადობისთვის“, – წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, პროცესი ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო.

მოსამართლე გიორგი არევაძე სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების საკითხს განიხილავს.

მასალა ახლდება
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები