„დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია. თუმცა, როგორც ვნახეთ, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია“, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.
რაც შეეხება, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კობახიძის თქმით, ვერცერთი დიაგნოზი ვერ გამოაქვეყნეს, ეს ყველაფერი კი ადასტურებს, რომ [სააკაშვილის მხრიდან] არის ცალსახა და ძალიან უნიჭო სიმულაცია.
„საქართველოს ყველა მოქალაქეს ლაქად, ტვირთად აწევს და დააწვება სააკაშვილის წამება პირდაპირ ეთერში.. ამ კადრში ხედავ საკუთარი სახელმწიფოს დანაშაულს“ - ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასება სააკაშვილის პროცესზე
,,თუ სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ამას საერთო წინააღმდეგობა უნდა'' - ელენე ხოშტარია
„რაც შეეხება მის ვიზუალს, არაფრით განსხვავდება იმ კადრებისგან, რაც იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ის არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება და მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც ასევე გამოიწვია წონაში კლება.
ეს არის ერთადერთი, რასაც ამ ვიზუალიდან ვხედავთ. დანარჩენი, რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებებს, ეს უნდა იყოს დადასტურებული დიაგნოზით და ვერცერთი დიაგნოზი ვერ გამოაქვეყნეს. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ არის ცალსახა და ძალიან უნიჭო სიმულაცია, რაც ვიხილეთ მათ შორის დღეს, სასამართლოში.“ – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გაუქმების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
„წვერგაუპარსავია.. გამხდარია” – „ოცნების“ დეპუტატები სააკაშვილის დღევანდელ კადრებზე
სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის იყოს დაუძლურებული: შალვა პაპუაშვილი