LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იონათამიშვილი კობახიძეს მხარდაჭერას უცხადებს: აუცილებელია, მსგავს პროვოკაციებს სათანადო შეფასება მოჰყვეს, რომ კადრება აღარავინ გაბედოს

78
რატი იონათამიშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, რატი იონათამიშვილი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეურაცხყოფას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეს წინასწარ დადგმულ და გამიზნულ პროვოკაცია იყო.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მსგავს პროვოკაციებს სათანადო შეფასება უნდა მოჰყვეს, რომ  მისი კადრება აღარავინ გაბედოს.

„მამის და ოჯახის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი ფრაზები არ ნიშნავს კითხვის დასმას, ეს არის წინასწარ დადგმული და გამიზნული პროვოკაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კრიტიკულ, არც ობიექტურ და არც სუბიექტურ ჟურნალისტიკასთან.

ანუ, თუ ადამიანი შენი მთავარი სამიზნეა და მის წინააღმდეგ, წლების მანძილზე, ხელმოსაჭიდს ვერაფერს ნახავ, მაშინ უნდა იკადრო და მის ოჯახის წევრს მიაყენო შეურაცხყოფა? ეს არის სწორი და საქებარი ქმედება?

აუცილებელია, რომ მსგავს პროვოკაციებს სათანადო შეფასება მოჰყვეს, რომ აღარავინ გაბედოს მისი კადრება, თორემ უკუღმართობა იქცევა ნორმად: თითქოს პატრიოტი მოღალატეა, პატიოსანი ადამიანი – უზნეო, ცილისწამება – სიმართლე და ყველაფრის კადრება – ღირსების გამოვლენა.“ – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.

ვიდეო – „არახამია არის არაკაცი… КГБ-შნიკი არის მამათქვენი, ნუ კანკალებ“: ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს დაუპირისპირდა

კობახიძის გაღიზიანება დავით არახამიას მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ დასმულ შეკითხვას მოჰყვა, როცა ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამამისის შესაძლო КГБ-შნიკობაზე ჰკითხა.

ამავე თემაზე:

ვიდეო: პირდაპირ პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა…კობახიძე ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა – ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის თავდასხმაზე

“როდესაც დარწმუნდა, რომ აღარ ვუღებდით, ფანჯარას ჩამოუწია და პირდაპირ გვაგინა” – ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფაში მმართველი გუნდის კიდევ ერთ წევრს ამხელს

10-ჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა… თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს…კრემლის სასარგებლო იდიოტები ხართ: მამუკა მდინარაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g