იორდანიის დედოფალი რანია ცნობილია თავისი სილამაზით და განსაკუთრებული სიყვარულით მოდური ბრენდების მიმართ. ამჯერად კი ასპარეზზე მისი რძალი, უფროსი ვაჟის, პრინც ალ-ჰუსეინის მეუღლე, პრინცესა რაჯვა გამოდის. 30 წლის ლამაზმანი, რომელიც ცოტა ხნის წინ დედა გახდა, ამჯერად ცერემონიას მეუღლესთან ერთად დაესწრო, მისი ახალი ფოტო სამეფო ოჯახის ფოტოგრაფმა გამოაქვეყნა.
30 წლის პრინცესა შეუდარებელია აღმოსავლური სტილის წითელ კაბაში, რომელსაც შავი მოსაცმელი და ამავე ფერის ქამარი ამშვენებს. ანსამბლს კი პრინცესამ ულამაზესი მბზინავი საყურეები და ბრილიანტის გულსაკიდი შეუხამა.
ახალი მეფე-დედოფალი – იორდანიის ტახტის მემკვიდრე პრინცი ჰუსეინი საყვარელ ქალზე დაქორწინდა