iPhone 8-ის პრეზენტაციამდე სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა, თუმცა ინტერნეტსივრცეში მისი ახალი ფუნქციის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა.
სიახლე იმაში მდგომარეობს , რომ ახალ iPhone-ში ხმოვანი ასისტენტის Siri-ს გამოძახება შეიძლება ბლოკირების ღილაკზე თითის ხანგრძლივი დაჭერით გახდეს შესაძლებელი.
ამის შესახებ სტატუსი დამოუკიდებელმა პროგრამისტმა, გილიერმო რემბომ Twitter-ზე გამოაქვეყნა .
I did find a gesture to invoke Siri by holding the lock button.
— Guilherme Rambo (@_inside) September 2, 2017
როგორც რემბომ აღნიშნა, ახალი ფუნქცია ჭკვიანი მიკროპროგრამის, HomePod-ის კოდის შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა. მისი თქმით, iPhone 8-ს ღილაკი Home აღარ ექნება. შეგახსენებთ, სწორედ ამ ღილაკის საშუალებით ხდებოდა Siri-ს გამოძახება. ღილაკი Home თითის ანაბეჭდის სკანერით Apple-ს რომ აღარ ექნებოდა, აგვისტოს დასაწყისშიც დადასტურდა.
iPhone- ის მოყვარულებისთვის დეტალური ინფორმაცია 12 სექტემბერს, პრეზენტაციის დროს გახდება ცნობილი, რომელიც კომპანიის ახალ კამპუსში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გაიმართება.