„ფორტუნა პლუსს“ არაერთხელ დაუწერია Apple-ის მომავლის სმარტფონებზე, რომლებსაც ჩარჩო არ ექნება, თუმცა ახალი ვერსია ნამდვილად გაგაოცებთ.
დიზაინერმა რონ ავნიმ iPhone-ის 2020 წლის კონცეპტი წარმოადგინა. მისი აზრით, მოწყობილობა მეტალის კორპუსს და მოხრილ OLED-ეკრანს მიიღებს.
2020 წლისთვის, iPhone ოპერაციულ სისტემა iOS 14-ზე იმუშავებს, უსადენო დამტენის საშუალებით კი, დევაისს აკუმულატორი აღარ დაუჯდება. დიზაინერმა მართვითი სენსორები სმარტფონის გვერდებში განათავსა. რეგულირების, ჩართვა-გამორთვისა და ხმის მარეგულირებელი ღილაკები ასევე სენსორის გახდება.
როგორც ხედავთ, ფიზიკური ღილაკები დევაისიდან მთლიანად გაქრა. ეკრანზე არის განთავსებული თითის ანაბეჭდის სკანერი. დიზაინერი თვლის, რომ მომავალში მოწყობილობის ეს ფორმა ძალიან პოპულარული გახდება.