LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IPN-ის ფოტორეპორტიორზე ძალადობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა – 6 კაცს 1-წლიანი, 1 კაცს კი 1,6-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

184
BeFunky-collage (6)
მთავარ სლაიდზე ფოტო:IPN

 

5 ივლისს თბილისში მომხდარი ძალადობის დროს მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის, სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორ გიორგი ნიკოლიშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ყველა პირს ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა მოუხსნა და ის ძალადობის მუხლით გადაუკვალიფიცირა.

მათ ბრალად ედებოდათ “TV პირველისა” და “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტებზე ძალადობა.

  • ირაკლი წიგნაძე – 1 წლის ვადით;
  • ბაქარ მაისურაძე – 1 წელი;
  • ნიკოლოზ დადვანი – 1 წელი;
  • მუხრან დადვანი – 1 წელი;
  • თორნიკე გაბელიანი – 1 წელი;
  • ვანო ბურდული – 1 წელი და 6 თვე;
  • დავით ქოჩიაშვილი – 1 წელი.

შეგახსენებთ, „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპოდენტსა და “ტვ პირველის” ოპერატორს 5 ივლისს, მაშინ როცა, ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, აქციის მონაწილეები სასტიკად გაუსწორდნენ.

გიორგი ნიკოლიშვილმა თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა. ექიმის თქმით, მას თავში სისხლჩაქცევა ჰქონდა, თუმცა ნეიროქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g